„დედპულმა“, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა, 18+ რეიტინგში უკან „მატრიცაც“ კი ჩამოიტოვა, შესაბამისად, სტუდიამ 20th Century Fox უკვე დაიწყო მუშაობა ფილმის გაგრძელებაზე. CinemaCon-ის გამოფენაზე აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ცნობილი ხდებას ისიც, რომ მთავარ როლს კვლავ რაიან რეინოდსი შეასრულებს, რეჟისორის სავარძელს კი ტიმ მილერი დაიკავებს.
გადაღებები 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ამ დროისთვის უცნობია, როდის შედგება პრემიერა.