LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი ოთარ რამიშვილის შვილია – რას სთავაზობდნენ, სანდრო გირგვლიანის საქმეს რომ ჩამოსცილებოდა…

740

დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებების დამცველი მიხეილ რამიშვილია, რომელიც გახმაურებულ საქმეში სასულიერო პირის ოჯახის გადაწყვეტილებით ჩაერთო. ადვოკატი მონაწილეობდა კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეში – ის გახლდათ სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატიც.

ამ თემებზე მიხეილ რამიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„სანდრო გირგვლიანის საქმეში ცხონებული ირინა ენუქიძის თხოვნით ჩავერთე. სანდროს პირადად არ ვიცნობდი. მე მისი მკვლელობის შემდეგ დამიკავშირდნენ. ჩვენ გვყავდა საერთო მეგობრები. მე იმ დროს ჩავერთე ამ საქმეში, როცა გამოძიებამ ახალი „ვერსია“, სვანური კლანების დაპირისპირება შემოგვთავაზა. ამ საქმეზე მუშაობა ძალიან რთული იყო. პროკურატურის დახურული კარი ჩვენთვის, ამ საქმის ადვოკატებისთვის, უფრო მეტად იკეტებოდა. იყო მცდელობა, ჩემთვის შემოეთავაზებინათ გარკვეული თანხა, ამ საქმიდან ჩამოშორების სანაცვლოდ, რაზედაც ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა.

რა დროც უნდა გავიდეს, არასდროს დამავიწყდება ირინა ენუქიძის თავგანწირული დედობრივი გრძნობა…“, აღნიშნავს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოხვდა ამ სფეროში ოთარ რამიშვილის შვილი, რესპონდენტი პასუხობს, რომ თავიდან მუსიკით იყო გატაცებული, შემდეგ კი „პროფილი“ შეიცვალა, რადგან მიხვდა, რომ მუსიკოსობით ოჯახის რჩენას ვერ შეძლებდა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

„მამა ლიბერალი კაცი იყო. მან იცოდა, რომ ხელოვნებასა და მუსიკას ვერასდროს ჩამოვშორდებოდი, ადვოკატი ვიქნებოდი თუ თანამდებობის პირი. ჩვენი გზა გააგრძელა ჩემმა შვილმა ლიზიმ. ის ჟენევაში, უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში სწავლობს და ჰქონდა კონცერტები „კარნეგი ჰოლში“, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და სახელოვანი ადამიანების სტიპენდიანტია“, დასძენს მიხეილ რამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g