LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ შალვა კეკელიას ძმას დღეს დაკრძალავენ: „თანავუგრძნობთ დეკანოზ შალვას და მათ ოჯახს“

263
დეკანოზი შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას ძმას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში დღეს, 21 იანვარს, 15:00 საათზე დაკრძალავენ. ზურაბ კეკელია 15 იანვარს გარდაიცვალა.

მამა შალვა ძმას ემშვიდობება: „ღმერთმა მიცხონოს შენი სული…“

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„ზურაბ კეკელია ამჟამად გადასვენებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, სადაც მისი სულის საოხად ყოველდღე აღევლინება პანაშვიდი. დაკრძალვა შედგება 21 იანვარს, 15:00 საათზე, ამავე სოფელში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მონა ღვთისა ზურაბის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ დეკანოზ შალვას და მათ ოჯახს.

შევთხოვთ უფალს, წიაღსა შინა აბრაამისასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g