LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე გარდაიცვალა – საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

362
2026-02-25_01-56-56_606190

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

დეკანოზი კონსტანტინე ხვალიდან, 25 თებერვლიდან დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კონსტანტინე“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g