LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი შალვა კეკელია: „გეტყვით რას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, შვილი რომ გარდაეცვლებათ, ჩვენ გვეძახიან-მეთქი…“

546
მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ეხმაურება თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– თქვენ იმ ხალხთან თქვით ასეთი ფრაზა,­ მღვდელი რომ დასჭირდებათ, რომ გარდაეცვლებათ შვილი, ჩვენ გვეძახიან, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთანო…

ვაკეში მარშის დროს ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან: დეკანოზი შალვა კეკელია

„არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

ეგ ძალიან ცუდი იყო. ვინც იმ მაგინებელ ბიჭს ვიდეო გადაუღო, ის ქალი ჩემი მრევლი იყო, შვილი ჰყავს გარდაცვლილი. მასაც დიდი შეურაცხყოფა­ მიაყენეს. ერთი წელი ახალი გასულია მისი შვილის გარდაცვალებიდან. იმ ქალს ვგულისხმობდი, როცა ეგ ვთქვი. ადამიანს რომ რამე დაემართება, ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ მის გვერდით. ის ქალი მღვდლებმა დავაყენეთ ფეხზე. ამ ხალხმა რა ქნას მაშინ-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.

რუსეთუმეებს რომ გვეძახდნენ, მინდოდა მეთქვა, მე თუ რუსეთთან ვარ, წყეულიმც ვიყო-მეთქი, მაგრამ იმ ვიდეოს რომ მოვუსმინე, ისე გამოვიდა, ვთქვი, ვინც რუსეთის მხარეს არის, წყეულიმც­ იყოს-მეთქი.რეალურად ეგ არ მიგულისხმია, მე ვერავის დავწყევლი ცხოვრებაში. ორივე მხარეს ჩემი შვილები არიან. მე არც ერთის­ მჯერა და არც მეორის, არც ევროპა გადა­მარჩენს, არც ამერიკა და არც რუსეთი, მე მხოლოდ ღმერთი გადამა­რჩენს. ისე გამოვიდა, თითქოს დავწყევლე, ვინც რუსეთს უჭერს მხარს. ეს რომ ვნახე, შენდობა ვითხოვე. არის სპეციალური ლოცვა, რომელიც წყევლას ხსნის, ის ლოცვა წავიკითხე. როგორ შეიძლება მღვდელს მოგეწონოს დაწყევლა. იმ მომენტში ჩემს თავს საერთოდ არ ვეკუთვნოდი.

„შენდობას ვითხოვ, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი, თუ ხმამაღლა ვილაპარაკე – ნუ მთხოვთ, რომ მხარე ვიყო, იმიტომ რომ ჩემთვის ორივე მხარე ხართ ჩემი შვილები… თუ რომელიმეს გიყვარვართ და პატივს მცემთ, ჩემი მოწოდება იქნება, მოითმინოთ, ჩემ გამო ადამიანს არ შეაგინოთ“ – დეკანოზი შალვა კეკელია

მე ყველა მიყვარს, ვცდილობ, რაც მოძღვარს ევალება, ის გავაკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ცოდვილი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ცუდ საქმეს ვერ მოვუწონებ.

ინტერვიუ იხილეთ სრულად აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g