LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დეკემბერში ვიწყებ ხოლმე ლექსების წერას, სხვა სეზონზე არ გამომდის… საინტერესოა ამ პერიოდში მუზებთან სიახლოვე”

6

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” პოეტი ბაჩო რამიშვილი ესტუმრა.


როგორ ხარ, როგორც ვიცი აშშ-ში მიემგზავრები…

3 დეკემბერს მივფრინავ ამერიკაში, სადაც გაიმართება ჩემი შემოქმედებითი საღამო. ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩემს facebook გვერდზე ყველანაირ ინფორმაციას განვათავსებ. თან, როგორც იცით, დეკემბერში ვიწყებ ხოლმე ლექსების წერას, სხვა სეზონზე არ გამომდის. ბავშვობიდან ასე ვარ, საინტერესოა ამ პერიოდში მუზებთან სიახლოვე.


როგორი იყო შენთვის 2016 წელი?

წარმატებული იყო ყველა კუთხით. შემეძინა შვილი, პატარა მათე – ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება. შემოქმედებითად დიდი არაფერი გამიკეთებია, თუმცა რაღაცეები იყო ნამდვილად.


დეკემბერი დგება, ასე ჰქვია შენს ახალ სიმღერას…

მადლობა მინდა ბადრი ფილიშვილს გადავუხადო, სწორედ მასთან ჩაიწერა ახალი სიმღერა. გიტარის პარტიას ხვიჩა მაღლაკელიძე ასრულებს, ბადრიმ დაწერა სიმღერა, ლექსი კი ჩემია. ბევრი ვიმუშავეთ, ბევრჯერ შევცვალეთ, თუმცა საბოოლოოდ ასეთი სახე მიიღო. ვიტყვი იმასაც, რომ მინდა ამერიკაში კლიპი გადავიღო და ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გადავიღო, მინდა გამოჩნდეს, რომ ყველაფერი ისეთი ლამაზი არ არის, როგორც გვგონია.

ბაჩო რამიშვილი – დეკემბერი დგება 

AudioBACHO RAMISHVILI – DEKEMBERI DGEBA

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiobachoramishvili


ბაჩო რამიშვილი – მთვრალი ვარ

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები