ქართულ სამშენებლო ბაზარზე უახლოეს პერიოდში ახალი მოზაიკური ფილები გამოჩნდება, რომელსაც კომპანია ”დეკორა” აწარმოებს. ფილების წარმოება უკვე დაწყებულია და მათი გაყიდვა თებერვლიდან დაიწყება.
როგორც ”ფორტუნას” ”დეკორას” დამფუძნებელმა და დირექტორმა, ალეკო ახალაძემ განუცხადა, აღნიშნული ფილები ბადეზე ეკვრება და შესაბამისად, კაფელზე ბევრად ლამაზია.
”ეს ფილები ევროპაში გამოიყენება ბაღების, სკვერების, ეზოების, აუზების გასალამაზებლად. ასევე აქტიურად იყენებენ საბავშვო ბაღებში, სადაც პატარა ფერადი კენჭებით ბავშვები სხვადასხვა ნახატებს აწყობენ. ამ მიზნით ვაპირებთ, განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას. ვფიქრობ, ჩვენი პროექტი დააინტერესებთ”, – განაცხადა ახალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ”დეკორას” ძირითად საქმიანობას ფერადი ქვიშისა და სილის წარმოება წარმოადგენს. კომპანია ადგილობრივ ნედლეულს ევროპული ტექნოლოგიიით ღებავს.
როგორც ალეკო ახალაძემ აღნიშნა, ”დეკორას” პროდუქცია უძლებს ნებსიმიერ კლიმატურ პირობებს და მას ფერი არ ეცვლება.
რაც შეეხება ”დეკორას” სილისა და ქვიშის რეალიზაციას, კომპანია წარმომადნელობას 4 ქალაქში ფლობს – ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში.
შპს ”დეკორა” კომპანიად 2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ფერადი ქვიშისა და სილის მწარმოებელი ქარხანა კი 2015 წლის მარტში, ქუთაისში გაიხსნა. საწარმოში 150 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ის პროექტის ”აწარმოე საწართველოში” ფარგლებში აშენდა.
