გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით “დელფოსი” 100%-ით განახლებულ კოლექციაზე მომხმარებელს 10 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც “დელფოსში” განაცხადეს, მაღაზია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. მათ ქსელში წარმოდგენილი სამკაულების კოლექცია არ შეიცავს ნიკელს და არ იწვევს კანის ალერგიულ რეაქციებს.
”ვერცხლის სამკაულების კოლექცია როდირებულია და წლების მანძილზე არ კარგავს პირვანდელ ბრწყინვალებას და მიმზიდველობას. მომხმარებელთა დიდ ინტერესს იწვევს ასევე იტალიური ვერცხლის კოლექცია ”სვაროვსკის” კრისტალებით”, – განუცხადა ”ფორტუნა პლუსს” ”დელფოსის” პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ღუღუნიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ კოლექციაში შეხვდებით, როგორც კლასიკურ, სადა და პატარა საყურეებს, ასევე შედარებით გამომწვევ, სადღესასწაულო , ორიგინალური ფორმის საყურეებსა და ყელსაბამებს.