LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dell-ის ახალ კომპიუტერს უსადენო დამტენი აქვს

134

Dell Latitude 7285 — ეს არის 12 დიუიმიანი ტრანსფორმერი-პლანშეტი, რომელიც Windows 10 -ზე მუშაობს. მოწყობილობის ეკრანის გარჩევადობა 2 880 × 1 920 პიქსელია, წინა კამერის მართვა კი ღამითაც შესაძლებელია.

კომპიუტერს აქვს ორი პორტი, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა უსადენო დამტენია. იმისათვის, რომ ამ ფუნქციით ისარგებლოთ, აუცილებელია შეიძინოთ სპეციალური კლავიატურა, რომელიც პლანშეტს მაგნიტის ინდუქციით ტენის. კომპლექტი 549 დოლარი ღირს.

გაჯეტს დაამაგრებთ სპეციალური კუთხით და ის ავტომატურად დაიტენება. კლავიატურის გარეშე Dell Latitude 1 119 დოლარი ღირს. ცალკე არის შესაძლებელი კლავიატურის ყიდვა უსადენო დამტენის ფუნქციის გარეშე. ამ შემთხვევაში ის 249 დოლარი დაგიჯდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები