LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დელტა“: კახეთის რეგიონში გავისროლეთ 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამე, ვინაიდან, უხვი ნალექი მოსალოდნელია 3-4 სექტემბერსაც

171
fot (2)

ორ სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას სსსტც „დელტა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.

აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დელტას მიერ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g