LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემენცია

115
დემენცია

დემენცია არის დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით. დაავადება უჩნდება მოხუც ადამიანებს. დემენცია შეიძლება იყოს პირველი და მეორე ხარისხის. მისი გამომწვევი მიზეზებია: თავის ტვინის დაზიანება, ტვინში ტოქსიკური ცხიმების წარმოქმნა; სისხლძარღვების მუშაობის დარღვევა; ნერვული სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; ენცეფალიტი, აივ-ინფექცია. დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები: მეხსიერების გაუარესება; აზროვნების დარღვევა; მოთენთილობა; სისუსტე; თავის ტიკივილი; ყურადღების გაფანტვა.

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს: სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს; ნევროლოგიურ გამოკვლევებს; თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას; თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას. 

თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები: პიროვნული მოშლა; უძილობა; სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები; რისკის ჯგუფში შედიან 65 წელს გადაცილებული ადამიანები; ქალები; მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები; ათეროსკლეროზით დაავადებულები; სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შემცველობის მქონე ადამიანები; შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები.

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია: დაბალანსებული კვების ქონა; მავნე ჩვევებზე უარის თქმა; მუდმივი ფიზიკური ვარჯიში; სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება; არტერიული წნევის კონტროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები