დემი ლოვატო ჯორდან ლუტსზე დაქორწინდა. არტისტების ქორწილი, კალიფორნიაში შედგა.
პატარძალის ჩაცმულობაზე ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ვივიენ ვესტვუდმა იზრუნა. მომღერალს 2022 წელს, 81 წლის ასაკში გარდაცვლილი საკულტო დიზაინერის მოდის სახლის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი საქორწილო კაბა ეცვა.
ცერემონია მეგობრებისა და ოჯახის წევრების ვიწრო წრეში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ჯორდან ლუტსმა დემი ლოვატოსთან რომანი 2022 წლის 20 აგვისტოს, ამ უკანასკნელის 30 წლის იუბილეზე გაასაჯაროვა. ისინი 2023 წლის 16 დეკემბერს დაინიშნნენ.