57 წლის დემი მურის მემუარების ირგვლივ დიდი სკანდალი ატყდა, მსახიობმა საზოგადოებას ძალიან ბევრი დეტალი გაუმხილა, ისაუბრა გაუპატიურებაზე, ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილების მამა, ბრიუს უილისი მაღალ ჰონორარს არ იმსახურებს და ექს-მეუღლე, ეშტონ კაჩერი სექსუალურ ძალადობაშიც ამხილა.
„ბრიუს უილისი ჩემზე მეტ ჰონორარს არ იმსახურებს“ - დემი მურის სკანდალური განცხადებების კასკადი გრძელდება (ფოტო/ვიდეო)
დემი მური კვლავ ყურადღბის ცენტრშია, ცოტა ხნის წინ, მსახიობმა ეშტონ კაჩერი იმაში ამხილა, რომ ის მას ჯგუფურ სექსს აძალებდა, ახლა კი უკვე, ასევე ყოფილი მეუღლის, ბრიუს უილისის პროფესიონალიზმში შეაქვს ეჭვი
აღნიშნულ ბრალდებებს 41 წლის კაჩერმა თავდაპირველად არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით დუმილი მაინც დაარღვია და განაცხადა, დემი მურთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა, მის შვილებთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან ისინი ძალიან უყვარს.
„მათი მამის შეცვლა არასდროს მდომებია, ბრიუსთან იდეალური ურთიერთობა მაქვს და მას დიდ პატივს ვცემ“, – აცხადებს ეშტონი.
შეგახსენებთ, დემი მურისა და ეშტონ კაჩერის ქორწინებამ 8 წელს გასტანა, განქორწინების შემდეგ ეშტონი მილა კუნისზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც 3 წლის ვაჟს ზრდის.
რაც შეეხება მურის ბრალდებებს, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ეშტონმა ამაზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა.