მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულმა მარკამ Vetements უარი თქვა პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე, ჩვენება მაინც გაიმართა, თუმცა არა ტრადიციულ პროდიუმზე, არამედ ქალაქის გარეუბაში მდებარე ავტომობილების სადგომზე. განსხვავებული იყო დეფილეც, სადაც მოდელები შემთხვევითი გამვლელების სტილში მოძრაობდნენ.
Vetements- ეს არის ფრანგული ბრენდი, რომელიც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ქმნის. კომპანია 2009 წელს ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ დააარსა. შეგახსენებთ, რომ საკუთარი ბრენდის გარდა, დემნა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია.
მარკამ პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარი ივნისის დასაწყისში განაცხადა. „ძალიან ბევრი ჩვენება იმართება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკვე აღარ არის ნორმალური, – განაცხადა ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ. -იქმნება შთაბეჭდილება, რომ არის ერთი უსასრულო მოდის კვირეული, რომელიც წელიწადში 365 დღე გრძელდება“, – დაამატა მან.