ვიქტორია ბექჰემმა, რომელიც ამჯერად საფრანგეთში იმყოფება, მორიგი მოდური ტრენდი შექმნა. ცნობილი დიზაინერი ამჯერად პარიზის ხელოვნების მუზეუმთან კუბოკრული კაბით გამოჩნდა, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს წლის ყველაზე მოდური ჩანთის ტენდენციას. ეს უკანასკნელი კი რამდენიმე წლის წინ მოდაში დემნა გვასლიამ შემოიტანა, მოგვიანებით კი ეს ჩანთები ტრენდული მსოფლიოს წამყვანმა მოდის სახლებმა აქციეს. ამჯერად Spice Girls-ის ვოკალისტი პარიზის ქუჩებში სწორედ ამ კუბოკრული კაბით გამოჩნდა და საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ცნობილია, რომ კაბა თავად ვიქტორიას კოლექციიდანააა შერჩეული. ასეთივე ქვედაბოლო მან მოდის კვირეულის ფარგლებშიც წარდმოადგინა.