დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ მორიგი „შათდაუნის“ მოახლოებაში დაადანაშაულა. მორიგი „შათდაუნი“, ფედერალური უწყებების ფუნქციონირების შეჩერება, ამერიკაში შესაძლოა, 15 თებერვალს დადგეს.
„დემოკრატები“ ძალიან ცოტა ფულს გვთავაზობენ კედლის მშენებლობისთვის, რომელიც ასე საჭიროა. ახლა კი, დამატებით, უეცრად გვთავაზობენ შევზღუდოთ ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების რაოდენობა, რომელთა მოთავსება შეიძლება ციხეებში. როდესაც ამგვარ საშინელ შეთავაზებებს აკეთებენ, უკვე მგონია, რომ მათ „შათდაუნი“ სჭირდებათ,“ – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
10 იანვარს თეთრმა სახლმა და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
კანონმდებლები ვერ თანხმდებიან იმის თაობაზე, თუ რა თანხა შეუძლია კონგრესს გამოყოს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის.