LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დემოკრატიის დაცვა საჭიროა ყველგან… საფრანგეთი ამ გზაზე ყოველთვის წინა ხაზზეა, ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით“ – სალომე ზურაბიშვილი

128
2025-04-07_00-57-14_959074

ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც ერთი წლის წინ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ერთ წელიწადში ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს – გაუწიეთ წინააღმდეგობა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ღონისძიებაზე – ,,შეხვედრა დემოკრატიისათვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიის დაცვა საჭიროა ყველგან. საფრანგეთი ამ გზაზე ყოველთვის წინა ხაზზეა და [საქართველოც ყოველთვის მასთან იქნება].

„ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.

ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.

ამ მორალური, პოლიტიკური, (თუ საჭიროა) სამხედრო გადაიარაღების გზაზე. საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი – დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)!“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g