LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა არის ხალხის მიმართ ზიზღის გამოხატულება!” – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

4480
doctornewsss555-2020-04-03-09-45-50-792202

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მაჩაიძე წერს, რომ ცივი წყლით აქციის დაშლით ხელისუფლებამ ხალხისადმი ზიზღი გამოხატა. ამასთან ექიმი აღნიშნავს, რომ მთავრობამ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა ვერ უზრუნველყო.

“ადამიანის სიცოხლე და ჯანმრთელობა მისი ფუნდამენტური უფლებაა და თქვენ ეს ვერ უზრუნველყავით!!
ადამიანის გამოხატვის თავისუფლება მისი ფუნდამენტური უფლებაა და თქვენ ეს ვერ უზრუნველყავით!!
პროტესტის გამოხატვის დროს ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა თქვენი ვალდებულებაა და ეს ვერ უზრუნველყავით!!
ასეთი მკვლელი პენდემიის დროს საზოგადოების კონსოლიდაცია თქვენი ვალდებულება იყო და ვერც ეს უზრუნველყავით!!
დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა !!ახლა, ამ პირობებში!! არის ხალხის მიმართ ზიზღის და ბოღმის გამოხატულება და სხვა არაფერი!!
აუცილებლად მოგეკითხებათ ჩემი ქვეყნის ჯანჯღარი!!”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები