LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენაციფიკაციას ექვემდებარებიან, მათ მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებზე, ცხადია, თუ გადარჩებიან: მედვედევი უცხოელ მებრძოლებზე

173
დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელ, დაქირავებულ მებრძოლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა მათი დენაციფიკაცია.

მედვედევის განცხადებით, ამ მებრძოლებს მოუწევთ, პასუხი აგონ საკუთარი ქმედებებისთვის, ცხადია, თუ ცოცხლები გადარჩებიან.

როგორც დიმიტრი მედვედევი აღნიშნავს, ისინი მოხალისეები არ არიან და შესაბამისად, მათზე ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება:

როგორც რუსული მედია წერს, მედვედევის განცხადებიდან ირკვევა, რომ მას არ სჯერა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები გარკვეული ინტერესის გარეშე ეხმარებოდნენ.

მედვედევის თქმით, უკრაინა ფულზე იწვევს “გატეხილი ფსიქიკის პროფესიონალ მკვლელებს”.

“ჟენევის კონვენციები მათზე არ ვრცელდება, ბანდერელ მეთაურებთან ერთად ისინი, პირველ რიგში, ექვემდებარებიან დენაციფიკაციას. მათ მოუწევთ სრული პასუხი გასცენ საკუთარი ქმედებებისთვის, რა თქმა უნდა, თუ ისინი გადარჩებიან”, – აღნიშნავს მედვედევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g