LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ ფრიდი: ქართულმა ჯარმაც რთულ გარემოებებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ქართველმა ხალხმა თავისი ქვეყანა დაიცვა

49
დენიელ ფრიდი

„საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსულ პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ომი რუსეთს, ვლადიმირ პუტინს სურდა,“ – ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აცხადებს.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ფრიდი ამბობს, რომ მაშინ რუსეთის განზრახვა ცხადი იყო. ფრიდის თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები დამარცხდა, მაგრამ არ განადგურდა.

„ის მზად იყო განეგრძო ბრძოლა თბილისის დასაცავად. ვფიქრობ, რუსულმა ჯარებმა ამიტომ არ სცადეს თბილისში შესვლა და სრულიად საქართველოს დაპყრობა. იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია მათ და ქართულმა ჯარმაც რთულ გარემოებებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი ქვეყანა,“ – განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა.

დელიელ ფრიდის განცხადებით, საქართველომ ომის შემდეგ დაკარგა ტერიტორიები, თუმცა რუსები სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისედაც აკონტროლებდნენ  და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებდნენ.

„საქართველომ მცირედით მეტი ტერიტორია დაკარგა სამხრეთ ოსეთში და ისინი წევენ დე ფაქტო ხაზს უფრო ღრმად, მაგრამ საქართველო თავისუფალი დარჩა,“ – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g