LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენისოვა: ოკუპანტები ხერსონში ფსევდორეფერენდუმის გამართვას გეგმავენ

138
BeFunky-collage (2)

უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში რუსეთი ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შესაქმნელად ფსევდორეფერენდუმის გამართვას გეგმავს.

მისივე თქმით, ხერსონში რუსები აპირებენ ფსევდორეფერენდუმის ისეთივე სქემის გამოყენებას, როგორიც 2014 წელს ლუგანსკსა და დონეცკში ჩაატარეს. დენისოვა გაეროს საგამოძიებო კომისიას მიმართავს, დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და გამოიძიონ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ომის დანაშაულები უკრაინაში.

„მოწმეების თქმით, ქალაქ ნოვა კახოვკაში “სტამბა” “რეფერენდუმის ” ბიულეტენებს ბეჭდავს. ცხადია, “კენჭისყრის” შედეგების ყველა ოქმი წინასწარ მომზადდება და გადაეცემა რეგიონულ ცენტრს. ფსევდორეფერენდუმი იგეგმება 2022 წლის 1-ლი მაისიდან 10 მაისის პერიოდში.

ამ დროს ისინი აპირებენ ხერსონის შესასვლელისა და გასასვლელის დახურვასა და ყველანაირი კომუნიკაციის გათიშვას.

დამპყრობლებს გაუჭირდებათ “რეფერენდუმის” ჩატარება, რადგან მიუხედავად რასისტების მიერ იარაღის გამოყენებისა და აქციების ძალადობრივი დარბევისა, ხერსონის გმირი მოსახლეობა აგრძელებს ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს ლოზუნგით “ხერსონი უკრაინაა!“ – დაწერა უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები