პარლამენტში უმრავლესობა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ხვდება, დეპუტატებს მინისტრების მოადგილეები ესაუბრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებს განიხილავენ.
”ეს იქნება ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. ასეთი შეხვედრა იქნება ძალიან ხშირად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს დღეს განვიხილავთ კონკრეტულ დეტალებს საბიუჯეტო პროექტთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრების მხრიდან ბევრი კითხვა დაისმება. ძალიან ბევრს დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან ბევრი დეტალის შესახებ გვაინტერესებს ინფორმაცია”, – განაცხადა მდინარაძემ.
