LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატი ინგა გრიგოლიას შვილის განცხადებას ეხმიანება – “მე ამას ასე არ დავტოვებ!”

96

უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ინგა გრიგოლიას შვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ამ საქმეს ასე არ დატოვებს“.

„მე ინგას 20 წელიწადია რაც ვიცნობ… არასოდეს არ მქონია მასთან რაღაც ქილიკის დამოკიდებულება. მე უბრალოდ ამოვედი მისი განცხადებიდან – მან თქვა, რომ არის შეყვარებული, მას აქვს სექსი და ექნება. მე ამ პოზიციიდან მივესალმე, არანაირი სხვა განწყობა არ მქონდა…

შემდეგ თემა ძალიან არასასურველ კონტექსტში აიწია, ჟურნალისტებმა გაასკანდალურეს და რაც ყველაზე სამწუხაროა ჩემთვის, ძალიან ცუდად ჩაერთო ამ თემაში მისი შვილი, რომელმაც უზრდელობის და თავხედობის უმაღლესი დონე გამოამჟღავნა.

ამას ასე არ დავტოვებ. მე ვაპირებ , ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო და რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!..

სხვათაშორის, მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები,სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის… იკვეთება კი არა პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში.

სხვათაშორის არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

მე არ ვკითხულობ ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული… თუმცა მე არ გამიკვირდება, ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები.

მე არაფერი წამომიწყია… მან სიამაყით აღნიშნა, შეყვარებული მყავსო და ჩემი სიტყვები რატომღა აღმოჩნდა დამაკნინებელი? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ინგას 20 წელია ვიცნობ, მაგრამ ასეთს არა. მე პირადად მისგან ველოდები ამ ყველაფერზე განმარტებას“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

 

წყარო „ალია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g