რუსეთში, ქალაქ დერჟინსკში, ქარხანა „კრისტალის“ ტროტილის საამქროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ორი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ქალაქ დერჟინსკში და მის გარშემო სამ სოფელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარხნისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია.