კანის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი პერი რობინსი მშობლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი მზის მავნე ზემოქმედებისგან.
მისითქმით, რუჯის მიღება ნებისმიერ ასაკში დაუშვებელია.
„არც ერთ ასაკში ბაშვებისთვის რუჯის მიღება არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ დღეს არსებობს მზის გამოსხივებასთან ბრძოლის უამრავი ეფექტური მეთოდი“, – ამბობს სპეციალისტი.
რობინსი რეკომენდაციების სერიას აქვეყნებს, როგორც დავიცვათ პატარები გამოსხივებისგან ასაკის მიხედვით:
ჩვილები (0-6 თვე)
ამ ასაკში ბავშვები საერთოდ უნდა მოარიდოთ მზეს. ბავშვის კანი შეიცავს ძალიან მცირე ოდენობით მელანინს, პიგმენტს რომელიც კანს, თვალსა და თმას ფერს უცვლის. ამდენად, ჩვილებისთვის მზის ზემოქმედება განსაკუთრებით საშიშია.
მანქანაში აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ბადეები, რომელიც მთლიანად ანეიტრალებს ულტრაიისფერ სხივს და ხილვადობასაც არ უშლის ხელს;
ისეირნეთ პატარებთან ერთად სუფთა ჰაერზე მხოლოდ უსაფრთხო საათებში. დილის 10:00-მდე და საღამოს 16:00 საათის შემდეგ. საბავშვო ეტლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მზისგან დამცავი;
ჩააცვით პატარას გრძელმკლავიანი სამოსი, რომელიც მის ტანს მაქსიმალურად დაფარავს;
შეიძინეთ რაც შეიძლება დიდი ზომის პანამა, რომელიც თავის გარდა ტანსაც დაფარავს. თუ ბავშვი ჩვილობიდან შეეჩვევა ქუდის ტარებას, ეს მას ჩვევაში გადაეზრდება;
მოზრდილები (6 თვიდან 1 წლამდე)
ეს ის პერიოდია, როცა თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მზიგან დამცავი საცხები.
არჩევანი გააკეთეთ საცხებზე, რომელსაც აქვს მზისგან დაცვის მაქსიმალურად ფართო სპექტრი. აქცენტი კი გააკეთეთ უსაფრთხო კრემებზე, რომელიც თვალში მოხვედრის შემთხვევაშიც კი პატარას ზიანს არ მიაყენებს.
მზისგან დამცავი საცხი კანზე უნდა დაიტანოთ 30 წუთით ადრე გარეთ გასვლამდე და გაიმეოროთ პროცედურა ყოველ 2 საათში.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები
აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალსიწინება:
კვლავ ძალიან ეფექტიანია მზისგან დამცავი კრემები მოქმედების ფართო სპექტრით. გახსოვდეთ, რომ ის უნდა დაიტანოთ ხელებზე და შემდეგ გადაინაწილოთ მთელს სხეულზე;
ბავშვი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ჩრდილში დილის 10:00 სათიდან 16:00 საათამდე მონაკვეთში.
კვლავ მნიშვნელოვანია გრძელმკლავიანი სამოსი, რომელიც ბუნებრივი ფაქტურისგანაა შეკერილი. კანის კიბოსთან ბრძოლის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს სამოსს ეტიკეტით UPF 30, რომელიც მთლიანად იცავს პატარას ულტრაიისფერი სხივებისგან;
პანამასა და დიდი ზომის ქუდს ემატება მზისგან დამცავი სათვალეებიც, რომელიც დამატებითი საფარია სახისთვის;
გაითვალსწინეთ, რომ პატარები მაგალითს დიდებისგან იღებენ. ამდენად, მზისგან დაცვის საშაულებების გამოყენება მშობლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.