შპს „დატაკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.
კომისიის ცნობით, კომპანია თბილისში ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას მომხმარებელს 2810XXX ინდექსზე დაწყებული ათასი სააბონენტო ნომრით გაუწევს. ქ. ქუთაისში შპს „დატაკომმი“ მომხმარებელს 310XXX ინდექსზე დაწყებული ათასი სააბონენტო ნომრით მოემსახურება, 706 555 XXX ინდექსზე დაწყებული ათასი სააბონენტო ნომერით კი VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებას განახორციელებს მთელი საქართველოს მაშტაბით.
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამივე ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.