ევროპის უმსხვილესმა საფინანსო ორგანიზაციამ Deutsche Bank-მა გერმანული მარეგულირებელი ორგანოსგან კრიპტო და ციფრული სერვისების მიწოდებისთვის საჭირო ლიცენზია მოიპოვა.
გერმანულმა ბანკმა შეთანხმება გააფორმა შვეიცარიულ Taurus-თან, რომლის დახმარებით ის კასტოდიური სერვისის გაწევას და კლიენტების კრიპტოაქტივების შენახვა-მენეჯმენტს შეძლებს.
გარდა ამისა, Deutsche Bank-ი სამომავლოდ კრიპტო ტრეიდინგის ფუნქციონალის დამატებასაც გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომხმარებლები სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვას პირდაპირ საბანკო აპლიკაციიდან შეძლებენ.
როგორც ირკვევა, ბანკი სრულად უზრუნველყოფს კრიპტოაქტივების დაცულობას და დაზღვევას, ტრადიციულ კრიპტობირჟებთან შედარებით, დაჰაკვის ან გაკოტრების რისკი Deutsche Bank-თან მიმართებით ფაქტობრივად ნულის ტოლი იქნება.
