LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეველოპერები, რომლებიც დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ – საგადასახადო შეღავათს მიიღებენ

65
თბილისის-მშენებლობა

დეველოპერებისთვის, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათის ამოქმედება იგეგმება. შეღავათი იმ მშენებლობებს ეხება, როცა მშენებელს დაუსრულებელი ნაგებობის დემონტაჟი და იმავე ადგილას ახალი შენობის აშენება უწევს.

ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მოქმედი „საგადასახადო კოდექსი“ განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს შეღავათებისათვის იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული წარმოებები დაწყებული იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე და ეს მშენებლობები ვერ დასრულდა. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ პირობას წარმოადგენს შემდეგი: – მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებული უნდა იყოს 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეის მდგომარეობით ისევ არსებობს ისეთი ობიექტები, რომლებზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, ან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა მერე გაიცა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

„ამ შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, დეველოპერებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას, აღარ იქნება მისაცემი დამატებითი სამშენებლო მოცულობები, რაც მუნიციპალიტეტის ურბანული გარემოსათვის არის დამატებითი ბენეფიტი“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g