LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევი ონიანი Yale University-ში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს

479
pjimage

საერთაშორისი და ძალიან წარმატებულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა ისწავლის. დევი ონიანი Yale University-ში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას სექტემბრიდან Chemistry Ph.D-ის ხარისხის მოსაპოვებლად დაიწყებს. ინფორმაციას Entrepreneur Georgia ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დევის შესახებ ქართული მედია ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა. ამ წელის ზოგადი უნარების გამოცდაზე ერთადერთი უმაღლესი ქულა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონს 55-ე საჯარო სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, დევი ონიანმა მიიღო.

დევი ონიანი ოლიმპიადების აქტიური მონაწილე იყო – ის სხვადსხვა პრიზების მფლობელია ინტელექტუალურ კონკურსებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები