LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემმა გაგვიმხილა, თუ რატომ დაქორწინდა ვიქტორიაზე და რატომ უყვარს მეუღლე ასე ძლიერად – უახლესი ინტერვიუ

212
page

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უკვე 25 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. წყვილს ოთხი შვილი ჰაყვს. მათი ოჯახი კი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად არის აღიარებული.

ძალიან გაუმართლა დევიდ ბექჰემს, როცა 23 წლის წინ ვიქტორია ადამსს შეხვდა – ბექჰემების სიყვარულის ისტორია

SiriusXM-ის შოუში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სწორედ მეუღლეზე, მასთან ქორწინებასა და მათ შორის განსაკუთრებულ კავშირზე ისაუბრა. 48 წლის დევიდი აცხადებს, რომ მას საოცრად ხიბლავს ძლიერი ქალები და სწორედ ეს თვისება იპოვა მან ვიქტორიაში.

„მე ის რეალურად შემიყვარდა, თავიდან კი უბრალოდ ძალიან მომწონდა, არ ვიცოდი, როგორი ადამიანი იყო ის და ვისთან მომიწევდა მთელი ცხოვრების გატარება. ვერ ვიგებდი, რაოდენ ძლიერი ქალი იყო და მოგვიანებით სწორედ ამან მომხიბლა ყველაზე მეტად. მომწონს, როგორ ზრუნავს ის ჩემზე, მომწონს, რომ ის ბევრს მუშაობს და თან შესანიშნავი დედაა“, – აცხადებს დევიდი.

ვიქტორიამ დევიდ ბექჰემთან 24 წლიანი ქორწინების განმავლობაში 15 ნიშნობის ბეჭედი მოაგროვა – ნახეთ კოლექცია

სიყვარულისგან მთვრალი და ცეკვის დროს ამღერებული მისტერ და მისის ბექჰემების უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები