LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემმა ჰელოუინისთვის სახლი თავისი ხელით გააფორმა

90

დევიდ ბექჰემმა ჰელოუინისთვის სახლი თავისი ხელით გააფორმა. 42 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ოჯახისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო და ჯადოსნური ატმოსფერო შექმნა. ეს პროცესი მისმა მეუღლემ ვიქტორიამ გადაიღო და ინსტაგრამის მომხმარებლებს დიდი სიამოვნებით გაუზიარა. ვიკის მიერ ატვირთულ ფოტოში კარგად ჩანს, რომ დევიდი სახლს დეკორატიული ღამურებითა და ჩონჩხებით აფორმებს და თან ეს ყველაფერი პატარა ბავშვივით უხარია.

აღსანიშნავია, რომ მისის ბექჰემმა ფოტოს სახალისო წარწერაც გაუკეთა – „ნახეთ რა ხდება სახლში მაშინ, როდესაც სამსახურში მივდივარ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები