LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემმა შვილის საპატივცემულოდ ახალი ტატუ გაიკეთა

73

ლეგენდარული ფეხბურთელის ტატუების მიმართ სიყვარული სიახლეს არ წარმოადგენს. მის სხეულს ამშვენებს 40 ნახატი, რომლიდანაც 14 მან საკუთარ მეუღლეს ვიქტორია ბექჰემსა და ოთხ შვილს მიუძღვნა.

ივლისში დევიდმა მეორე ტატუ დაიმატა თავისი ქალიშვილის, ჰარპერის საპატივცემულოდ წარწერით „Pretty Lady”.  თუმცა, სხეულის მოხატვა ამით არ დაუსრულებია. რამდენიმე დღის წინ, მან ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო, სადაც ნაჩვენებია დევიდის ახალი ტატუ „Buster” რომელიც, როგორც ირკვევა, უფროსი შვილის საპატივცემულოდ ამოისვირინგა.