ჟურნალმა Rolling Stone 2016 წლის საუკეთესო სტუდიური ალბომები გამოავლინა. რეიტინგის სათავეში ბიონსეს ახალი ალბომი „Lemonade“ განთავსდა.
მეორე ადგილს ლეგენდარული ბრიტანელი როკ-მუსიკოსი დევიდ ბოუი იკავებს უკანასკნელი დისკით „Blackstar“. საუკეთესო სამეულს კი რეპერი Chance the Rapper ხურავს მიქსტეიპით „Coloring Book“.
საუკეთესო ათეულში ისეთი მუსიკოსები მოხვდნენ, როგორებიც არიან: ფრენკ ოუშენი -„Blonde“, The Rolling Stones – „Blue & Lonesome“, Radiohead – „A Moon Shaped Pool“, კანიე უესტი – „The Life of Pablo“, ლეონარდ კოენი – „You Want It Darker“ და ა.შ.