მუსიკის ლეგენდის დევიდ ბოუის ცხედრის კრემაცია საიდუმლოდ მოხდა და მას ოჯახის წევრები და მეგობრები არ დასწრებიან, ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
მომღერალმა გარდაცვალების წინ სთხოვა ახლობლებს, რომ არ სურდა მისი დაკრძალვა შემდგარიყო.
„არ იქნება არანაირი სამგლოვიარო ცერემონია, არც საჯარო, არც ოჯახურ წრეში,“ – ამბობს გამოცემის წყარო.
ბოუის გარდაცვალების შემდეგ მის თაყვანისმცემლებს აინტერესებდათ, რა გეგმები ჰქონდა მომღერალს საკუთარ დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ მისი ცხედრის კრემაცია გარდაცვალების შემდეგ მალევე მოხდა.
ვარსკვლავი ღვიძლის სიმსივნეს 18 თვის მანძილზე ებრძოდა. გარდაცვალებამდე ოჯახის წევრებს გაანდო საკუთარი სურვილი, რა უნდა გაეკეთებინათ მისი გარდაცვალების შემდეგ. ბოუის სურდა, რომ თაყვანისმცემლებს მასთან დაკავშირებით მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები და მის მიერ შექმნილი მუსიკა დარჩენოდათ.