დევიდ ბექჰემი მსოფლიოში ცნობილი არამარტო ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად, არამედ სამაგალითო მამადაც არის. მან არაერთხელ აღიარა, რომ შვილებთან მცირე დროითაც კი დაშორება მასზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს.
განსაკუთრებით კი მთელს თავისუფალ დროს ის ერთდერთ ქალიშვილს, ჰარპერს უთმობს. დასვენების ამსახველ კადრებს კი ის არც ისე იშვიათად სოციალურ ქსელში აზიარებს.
„წყნარი საათის დრო“, – სწორედ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ფოტო დევიდმა „ინსტაგრამზე“. მასზე ჰარპერი მამის მკერდზე წევს.
https://www.instagram.com/p/BIqoF5GB3PS/?taken-by=davidbeckham&hl=en