დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ახალი გულისტკივილის წინაშე აღმოჩნდნენ. გარდა იმისა, რომ ბრუკლინმა მშობლები და და-ძმა მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან „საქორწინო ფიცის“ განახლების ცერემონიალზე არ დაპატიჟა, მან ისინი არც სამადლობელ სიტყვაში მოიხსენია.
წყაროს ცნობით, ფიცის დადების დროს ბრუკლინმა ვრცლად ისაუბრა მეუღლის ოჯახზე, მის სიდედრ-სიმამრზე და მათ ემოციური სამადლობელი სიტყვა მიუძღვნა. ბრუკლინმა ნელსონ და კლაუდია პელტცებს „სიყვარული აუხსნა“, მშობლებისა და ოჯახის შესახებ კი ერთი სიტყვაც არ უხსენებია.
„დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟს ემშვიდობებიან. მათ უკვე ფარ-ხმალი დაყარეს და დამარცხებაც აღიარეს. ისინი განადგურებულები არიან, თუმცა საჯაროდ არაფერს იმჩნევენ“, – აცხადებს ინსაიდერი.


