ფრანგმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, დევიდ გეტამ ოცნების დუეტებზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ის მაიკლ ჯექსონთან კოლაბორაციაზე ოცნებობდა.
რაც შეეხება ცოცხალ შემსრულებლებს, გეტა ამბობს, რომ ადელი მისი სურვილების სიაში საკმაოდ მაღალ პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მთელი ცხოვრების მანძილზე, ჯექსონთან დუეტი მის აუსრულებელ ოცნებად რჩება.