დევიდ გეტამ და ჯასტინ ბიბერმა სიმღერაზე „2U“ გადაღებული ემოციური კლიპი წარმოადგინეს. ვიდეომ ქსელში ფურორის მოხდება უკვე შეძლო.
მასში ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილია ნაჩვენები, რომელიც ბევრჯერ ჩხუბობს და რიგდება. მუსიკოსების მიზანი იყო, რომ მაყურებელთა ნაწილს მათში საკუთარი თავი ამოეცნო.
„როდესაც პირველად მოვისმინეთ ეს სიმღერა, სიტყვებისა და მუსიკის სინთეზმა გაგვაოცა. სიმღერა არაჩვეულებრივად გამოხატავს უსაზღვრო სიყვარულის ფენომენს, როდესაც არ არსებობს არაფერი, რასაც საყვარელი ადამიანისთვის არ გააკეთებდი. ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ყველაფერი კლიპში განგვეხორციელებინა“, – განაცხადეს ვიდეოს რეჟისორებმა.