დევიდ კელბერი დამწყები არტისტია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს ფეისბუქ გვერდზე ანთავსებს, შეკვეთის შემთხვევაში კი ნივთს ადგილზე მოგიტანთ.
კელბერის ინსპირაცია შეიძლება ნებისმიერი გრძელთმიანი გოგო გახდეს. თავისებური ხელწერით არტისტი ქმნის პერსონაჟებს, შემდეგ კი გადააქვს მაისურებზე, ბალიშებზე, ბროშებზე, მედალიონებზე, ბეჭდებსა და ტელეფონის ქეისებზე.
კელბერმა ახლახანს დაიწყო აქცია სახელით ”შექმენი შენი პერსონაჟი”. მსურველს შეუძლია გაუგზავნოს საკუთარი ან ნებისმიერი ადამიანის ფოტო და მოკლე დახასიათება, არტისტი კი მისი ხასითიდან და გარეგნობიდან გამომდინარე პერსონაჟს შეგიქმნით. შემდეგ თქვენვე აირჩევთ ნახატის სახით შეიძენთ თუ რომელიმე ნივთზე გადაატანინებთ.
პერსონაჟის ხელით შექმნა საღებავებში A4-ის ფორმატის ზომის 100 ლარიდან იწყება, კომპიუტერულად დახატული 30 ლარიდან, ნივთიდან გამომდინარე იცვლება ფასები. ბალიში, მაისური და ჩანთა 50 ლარი, ხოლო მედალიონი და პრინტი ჩარჩოში 30 ლარი დაგიჯდებათ.
დევიდ კელბერის ნამუშევრების შეკვეთა შესაძლებელია ფეისბუქ გვერდის Kelber Design საშუალებით.