LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ლინჩი კინოდან მიდის – რეჟისორი იმედგაცრუებულია

121

განახლებული სერიალი „ტვინ პიქსი“, რომელსაც დევიდ ლინჩმა მეორე სიცოცხლე აჩუქა, მისი უკანასკნელი ნამუშევარი გახდება. ამის შესახებ რეჟისორმა ავსტრალიურ გამოცემასთან „Sydney Morning Herald“ ისაუბრა.

ლინჩის თქმით, მისი უკანასკნელი კინოპროექტი თრილერი „შინაგანი იმპერია“ იქნება, რომელიც ეკრანებზე 2006 წელს გამოვიდა.

კინოდან წასვლის მიზეზს რეჟისორი თანამედროვე კინემატოგრაფიაში დიდ იმედგაცრუებას ასახელებს: „დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის, არაჩვეულებრივი ფილმები კინოგაქირავებაში კრახით სრულდება, ხოლო ფილმები, რომლებსაც მოგება მოაქვთ, არ არის იმ კატეგორიის ნამუშევრები, რაზეც მუშაობას ვისურვებდი“, – განაცხადა დევიდმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g