LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილები ბიზნესის დასაწყებად დაფინანსებას მიიღებენ

112

მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს.

პრემიერ–მინისტრის განმარტებით, პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და იგი შესაძლებლობას მისცემს დევნილებს სახელმწიფოს დახმარებით, ერთი მხრივ, მიიღონ პროფესიული განათლება, მეორე მხრივ კი, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად, მიიღონ გრანტები.

„პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება მიკრო და  მცირე მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ.  ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართით, მათ ასევე  ვეხმარებით საარსებო წყაროების მიღებაში და ხელს ვუმართავთ, რათა წამოიწყონ მცირე მეწარმეობა, გადამზადნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი პროგრამაა და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ სოზარ სუბარს ნაყოფიერი მუშაობისთვის,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები