LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილების, ხელოვანების, დამკვირვებლების, ESM-ელები ევროპისკენ,„რა? სად? როდის?“, „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების, ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო მარში თბილისში – დედაქალაქში რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

125
მარში

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეთვრამეტე დღეს მოქალაქეები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარედ მსვლელობით გადაინაცვლეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა, რესტავრატორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და IT სფეროს წევრებმა.

რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

მანამდე კი ორბელიანების სასახლესთან საპროტესტო მარშის მონაწილეებს მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა გამოუცხადდა.

ამ დროისთვის, თბილისში რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობს, რომელიც საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე გაერთიანდება. ამ დროისთვის, საპროტესტო მარშს მართავენ დევნილები და დამკვირვებლები.

ვიდეო: „ეს არის გამოვლენა ქართული ნიჭის, ამოუცნობი ფენომენის, როდესაც ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში აკეთებ სიკეთეს, რაღაც ახალს, ძალიან მხიარულს და ამით უპირისპირდები ბოროტებას“ – ბაია დვალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g