LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილებმა მიწის ნაკვეთები 1 ლარად მიიღეს – ისინი სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ

65
hand holding eco house icon in nature

მთავრობამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაამტკიცა, რომლითაც 198 დევნილ პირს სიმბოლურ ფასად სასოფლო სამეურნეო მიწას გადავცემთ, – ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ადგილობრივებს საშუალოდ, 3 000 – 4 000 კვ.მ. ფართობის სახნავი სასოფლო დანიშნულების მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.

„ეს მიწები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში, სადაც დევნილი მოსახლეობა კომპაქტურად არის ჩასახლებული. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მიწათმოქმედება და სოფლის მეურნეობა არის. ისინი ამუშავებდნენ ამ მიწებს, მაგრამ რადგანაც ეს მიწები ფორმალურად არ იყო მათ საკუთრებაში, შეზღუდული იყვნენ და ვერ მონაწილეობდნენ მთელ რიგ პროგრამებში, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ხაზით. ამ ადამიანებს 1 ლარად გადაეცათ ეს მიწები და ეს არის გზა, რომ დევნილმა მოსახლეობამ გააფართოვოს თავისი საქმიანობა და მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g