LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

118
პროგრამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებულნი, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს  7500 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.

გრანტს, ჯამში, 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1 იანვრამდეა რეგისტრირებული.

ბიზნეს გეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  31 მაისის ჩათვლით  მიიღება:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა
  • ქ. გორი, სამების ქ.N1
  • ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106
  • ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27