LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა დასახლების გაზიფიცირებაზე 7 ათას ლარამდე დაიხარჯა

46

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, კოსტანტინე ჩაჩავას N6-ში, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.

სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით დასახლებას ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი სოზარ სუბარი და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი მამუკა კობახიძე ესტუმრნენ და სოციალურად დაუცველ ოჯახში სიმბოლურად გაზქურა აანთეს.
კონსტანტინე ჩაჩავას N6-ში მცხოვრებმა დევნილებმა კახა კალაძეს გაზიფიცირების თხოვნით მიმართეს, რის შემდეგაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დასახლების გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელა და დღეიდან იქ მცხოვრებ 16 დევნილ ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდება.

გაზიფიცირების სამუშაოებზე 7 ათას ლარამდე დაიხარჯა.
ჩაჩავას N6-შიდევნილები 1991 წლიდან ცხოვრობენ და მათ ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს მიეწოდებოდათ.
მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრომ, აღნიშნულ ობიექტი კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და იქ მცხოვრებ 16 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.

mazda magti 5g