LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა სააგენტო სახლს კიდევ 48 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

59
1

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 48 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზარდა.

მისივე თქმით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უკვე შეუძლიათ ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლონ:

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უკვე შეუძლიათ ამ სასიკეთო ცვლილებით ისარგებლონ”, – თქვა მან.

48 ოჯახს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევა.

2021 წელს, სააგენტო უსაფრთხო გარემოში, ჯამში, 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g