შსს-ს ინფორმაციით, დეზერტირების ბაზარში მომხდარი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ამ წუთებში სამუშაოები კვლავ გრძელდება, რათა კვლავ არ მოხდეს აალება.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ბაზრის საწყობის ტერიტორიაზე გაჩნდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.