LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზერტირების ბაზართან გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს – მოვაჭრეების ვარაუდით, ის ღამით გაიყინა

170
1

თბილისში, დეზერტირების ბაზარში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც პროდუქტის გადაზიდვაზე, ე.წ. “ურიკაზე” მუშაობდა, დღეს დილით სწორედ ურიკაზე ნახეს გარდაცვლილი.

ბაზრის თანამშრომლების თქმით, მამაკაცი გუშინ გვიან ღამით შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა რამდენიმე საათში ის უკანვე, ბაზრის ტერიტორიაზე მოიყვანეს. დღეს დილთ კი გარდაცვლილი იპოვეს.

დეზერტირების ბაზარში მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი იყო და თბილისში, რამდენიმე წლის განმავლობაში, ქირით ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი ქირის ფული არ ჰქონდა და ღამეს ბაზრის ტერიტორიაზე ათევდა.

მოვაჭრეების თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ღამით გაიყინა. მათივე თქმით, გაურკვეველია, თუ რატომ დააბრუნეს ადამიანი საავადმყოფოდან უკან, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა.

“ფორტუნა” ინფორმაციის გარკვევას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ცდილობს. დეტალებს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები