LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ – სალომე ზურაბიშვილი

112
salo-2

ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„საზოგადოება ელოდება ვითარების ჩაცხრომას და მას დამშვიდება და შერიგება სჭირდება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, – დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება.

პრეზიდენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მომხდარი ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის შედეგი იყო.

magti 5g