რკინის ჯებირები, რომელიც 28 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მისასვლელებთან რამდენიმე ქუჩაზე აღმართა ბარიერი სულაც არ აღმოჩნდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ლითონის ღობის კარები მოქალაქემ მარტივად გამოაღო.
აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: “სულ წიხლით გაანგრია ბერლინის კედელი”, “ისე შეაღო კარები თითქოს თავის სახლის კარები გააღო”, – წერენ ფეისბუქში.
28 ნოემბერს, სამართალდამცველებმა პარლამენტის შესასვლელებთან ბარიკადები აღმართეს და აქციაზე შეკრებილებს შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. საკანონმდებლო
საკანონდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ჯებირები უკვე აიღეს.
დალუქულია: პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა (ფოტო, ვიდეო)
ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დღეს, 28 ნოემბერს 09:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავდნენ. ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.